იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Wednesday, 07 August 2013 13:25

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი ,,მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. პროექტი ეხება სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირდაპირ პოლიტიკურ პარტიებზე გასანაწილებელი თანხების გაანგარიშებისა და საბაზო დაფინანსების გაზრდის საკითხებს, ასევე, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე საუკეთესო შედეგის მქონე 7 საარჩევნო სუბიექტისთვის, რომლებიც არ არიან პარლამენტში წარმოდგენილნი, საბაზო დაფინანსების ნახევრის ერთჯერადად მიცემის წესსა და პირობებს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორგანული კანონის პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Last Updated on Wednesday, 07 August 2013 14:44