| სხდომის ოქმი #14 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი #14 16 მაისი 2013 წ. 12:00 საათი
საქართველოს პარლამენტის დარბაზი N304 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; თამაზ შიოშვილი; თინათინ ხიდაშელი; ვალერი გელაშვილი; კარლო კოპალიანი; რევაზ შავლოხაშვილი; გიორგი მელაძე; კობა სუბელიანი; გიორგი ფეიქრიშვილი; კახა ბუცხრიკიძე; გიორგი თევდორაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 13 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ განხილვა (07-2/56, 29.03.2013). /მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი თაბუაშვილი/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის“ განხილვას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს გიორგი თაბუაშვილის მოხსენება: მომხსენებლის ინფორმაციით, 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს დამტკიცებული გეგმით შეადგენდა 59,409.0 ლარს, აქედან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მართვისათვის გათვალისწინებული იყო 3,078.0 ლარი; სპორტის განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის 42,229.0 ლარი; ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებებისათვის 11,120.4 ლარი. მომხსენებელმა აგრეთვე წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტების და პროგრამების ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებების; 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესრულების შესახებ; საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან წინა პერიოდის დავალიანების დაფარვის შესახებ; 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შესრულების; საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის; მხარჯავი დაწესებულებების პროგრამების მიხედვით დამტკიცებულ და დაზუსტებულ ასიგნებებსა და დაზუსტებულ ასიგნებებსა და გადახდილ თანხებს შორის შეუსაბამობის შესახებ; აგრეთვე ინფორმაცია პრიორიტეტის თაობაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: შოთა ხაბარელი დაინტერესდა, 1) მომხსენებელს ხომ არ მიაჩნდა, რომ სპორტში არასწორად მიმდინარეობდა ბიუჯეტის ხარჯვა, ამის მაგალითია ლონდონის ოლიამპიადაც, სადაც დაიხარჯა ძალიან დიდი თანხა და არსებობს თუ არა ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი პირი? 2) აგრეთვე წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდა პუნქტი ,,კოორდინატორების ხელფასი“, საინტერესოა ამ საკითხში ბიუჯეტის არასწორად ხარჯვასთან დაკავშირებით როგორ უნდა მოხდეს ჩარევა? გიორგი თაბუაშვილმა განმარტა, რომ რამდენად სწორად მოხდა ხარჯვა ამის თაობაზე მას პასუხი არ აქვს, აქ საუბარია მიზნობრიობაზე, ანუ რამდენად მიზანშეწონილია ამ ტიპის ხარჯების დაფინანსება. ლერი ხაბელოვმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისათვის“. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი ანგარიშის განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.
კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი
კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე |






