სხდომის ოქმი #17

                                            საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ

საქმეთა კომიტეტის  სხდომის

ოქმი #17

                                                                                                          13  ივნისი 2013 .

                                                                                                                    14:00 საათი

 

                                                          საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N301

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი.   

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: თინათინ ხიდაშელი, თამაზ შიოშვილი, ვალერი გელაშვილი, იოსებ ჯაჭვლიანი, რევაზ შავლოხაშვილი, გიორგი ფეიქრიშვილი,  მირიან წიკლაური, კარლო კოპალიანი.   

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

თეონა ლავრელაშვილი საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელი, პროექტის ხელმძღვანელი;

ნუგზარ კანდელაკი -  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი;

ვახტანგ ასანაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრები;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები.  

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.        

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):                                                       

 საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის მოსმენა.

 /მომხსენებელი: თეონა ლავრელაშვილი - საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელი, პროექტის ხელმძღვანელი/ 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

შოთა ხაბარელი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა ახალგაზრდული პარლამენტის მიერ 2012 წლის  პროგრამისა და მათი სამომავლო გეგმების მოსმენას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს.   წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს თეონა ლავრელაშვილის მოხსენება: ან დეპუტატებს დეტალურად გააცნო საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციი მიერ დაარსებიდან დღემდე განხორციელებული პროგრამები, კერძოდ. 2012 წლის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი; საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისადმი მიმართული პროეტებიახალი თაობა სამართლიანი არჩევნებისათვის, პოლიტიკური იდეოლოგიები თეორიასა და პრაქტიკაში; ზამთრის ფესტივალი 2012; ტრეინინგი ბლოგერებისათვის; 2013 წლის მოწვევის საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი; ასევე ისაუბრა ახალგაზრდულ პარლამენტში შექმნილი კომიტეტების საქმიანობისა და  მათ მიერ ინიცირებული პროექტების თაობაზე. ამასთან დასძინა, რომ 2013 წელს იგეგმება მრავალი პროექტისა და ღონისძიების განხორციელება, იმისათვის, რომ მიღწეულ იქნას ორგანიზაციის მიზნები და საქართველოში დამკვიდრდეს დემოკრატია, რომელსაც შექმნის თავისუფლად მოაზროვნე, ღირებულებებზე დაფუძნებული თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოება.   

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს:

ნუგზარ კანდელაკმა აღნიშნა რომ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტო ინტენსიურად თანამშრომლობს ახალგაზრდულ პარლამენტთან და მომავალშიც აპირებს ამ თანამშრომლობის გაგრძელებას. 

კარლო კოპალიანმა  განმარტა, რომ დადებითად აფასებს ახალგაზრდა თაობის მონდომებას და მოსწრაფებას თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარების საქმეში. 

შოთა ხაბარელი დაინტერესდა, თუ სად იკრიბება ახალგაზრდული პარლამენტი  და დაფინანსების რა წყაროები გააჩნია მას? 

მომხსენებელმა განმარტა, რომ სამწუხაროდ მათ არ გააჩნიათ მუდმივი ადგილსამყოფელი და იკრიბებიან სხვადასხვა ადგილებში, დაფინანსებას კი -სხვადასხვა პროექტის ფარგლებში იღებენ  საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. 

შოთა ხაბარელმა დადებითად შეაფასა პარლამენტში ახალგაზრდული პარლამენტის ანგარიშის მოსმენა, უსურვა წარმატებები თავიანთ საქმიანობაში და მზადყოფნა გამოთქვა მათთან თანამშრომლობაზე. 

 

 

კომიტეტის თავმჯდომარის

პირველი მოადგილე                                                                       შოთა ხაბარელი

 

 კომიტეტის აპარატის უფროსი                                                     ედიშერ მაჩაიძე