დავით უსუფაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჩენ ჯიანფუს შეხვდა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2013 13:25

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ჩენ ჯიანფუსთან გამოსამშვიდობებელი, გულთბილი შეხვედრა გამართა. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში სამწლიანი მოღვაწეობისთვის და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებაში აქტიური მონაწილეობისთვის. დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება. „ჩინეთი ყოველთვის იქნება ქვეყნის მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერი ქვეყანა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჩენ ჯიანფუს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის ვადა ეწურება და მას თვის ბოლოსთვის ჩინეთიდან უკვე სხვა დიპლომატი შეცვლის.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2013 21:25