პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება | ბეჭდვა |
კვირა, 01 სექტემბერი 2013 18:27

images2 სექტემებრს ვიქტორ დოლიძე ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტის ძირითადი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებთან, კერძოდ, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტის მრჩეველთან, სოციალ-დემოკრატთა და ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან.
3 სექტემებრს ოფიციალური მომხსენებლის სტატუსით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე სიტყვით წარსდგება ევროპის კონსერვატორ რეფორმისტთა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ორგანიზებულ საჯარო მომენაზე: "საქართველო ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე - პრობლემები და გამოწვევები", მისი გამოსვლა შეეხება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას, პროგრესს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, ასევე ვილნიუსის სამიტის შედეგებიდან გამომდინარე  საქართველოს პარლამენტის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს. აღნიშნულ ღონისძიებას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი  დავით დარჩიაშვილი დაესწრება.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 02 სექტემბერი 2013 19:25