| პარლამენტის ბიუროს სხდომა | | ბეჭდვა | |
| სამშაბათი, 03 სექტემბერი 2013 16:54 |
|
დღეს საქართველოს პარლამენტმა მუშაობა განაახლა. 2013 წლის საშემოდგომო სესია ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა გახსნილად გამოაცხადა. ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დაარეგისტრირა და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე პარლამენტის მიერ განსახილველი საკითხების სიმრავლიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ ბიუროს წინადადებით მიმართა, კანონპროექტები მხოლოდ წამყვანმა კომიტეტებმა განიხილონ. აღნიშნული გადაწყვეტილება ბიურომ ერთხმად მიიღო. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, კომიტეტებს გადაეცათ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის შედეგები, რომელთაც ისინი განსაზღვრული გრაფიკით განიხილავენ. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 12:14 |






