|
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 12:22 |
|
„მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში ხდება როგორც მთავრობის უფლებამოსილებების გაფართოება, ასევე ახალი უფლებამოსილებების განსაზღვრა. მომხსენებლის და ერთ-ერთი ინიციატორის, გიორგი კახიანის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მთელი რიგი ნორმების ამოქმედება, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განხორციელდება, იწვევს 160-მდე კანონში ცვლილების შეტანას და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას. კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი პროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 16:33 |