საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში, საპარლამენტო ასამბლეის მიწვევით, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას ესწრება | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 14:29

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია  პარიზში, ევროპის საბჭოს ოფისში,  საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობს. სხდომაზე, რომელიც აღნიშნულმა კომიტეტმა დღეს გამართა, 2013 წლის პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

კომიტეტმა მოსამართლეების, პროკურორების და ადვოკატების კურსების განმტკიცებისა და კონსოლიდაციის შესახებ   ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია  განიხილა. სხდომაზე ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების პრინციპებზე იმსჯელეს. ესპანელმა ექსპერტმა აუგუსტინ კოდემ სხდომა ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში არალეგალურ მიგრანტთა ადმინისტრაციული დაკავებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააცნო.   

დღესვე სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა შვეიცარიის სოციალისტური ჯგუფის წარმომადგენელი ანდრეას გროსი, რომელმაც მოსკოვის იურიდიული კომპანიის რუსი ექსპერტის, სერგეი მაგნიტსკის მკვლელთა დაუსჯელობის დაუშვებლობის შესახებ ისაუბრა. კომიტეტმა სხდომაზე შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. 

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 19:26