შეხვედრა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 16:26

შვედეთის სამეფოს რიკსდაგის სპიკერი, პერ ვესტერბერი დღეს თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი წერეთელმა და აკაკი მინაშვილმა სტუმრებს თავიანთი მოსაზრებები და შეხედულებები გააცნეს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ისაუბრეს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე საქართველოში დემოკრატიის განვითარების პერსპექტივების შესახებ. 

შვედი პარლამენტარების ვიზიტი გრძელდება, დღეს და ხვალ ისინი შეხვდებიან საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 22:35