| სხდომის ოქმი #27 |
|
saqarTvelos parlamentis agrarul sakiTxTa komiteti oqmi #27 2013 წლის 30 ივლისი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გოზალიშვილი - (ადგილმონაცვლე - ს. ხაბულიანი), ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, თ. მაისურაძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე - (ადგილმონაცვლე - გ. ფეიქრიშვილი), რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, ლ. ქარდავა, ვ. ჩიტაშვილი, პ. ცისკარიშვილი, ნ. ჯანაშია. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ი. კვიტაიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, შ. ხუციშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი. დღის წესრიგი ა. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ: - აგრარული სფეროსათვის ლიზინგის განვითარების შესახებ; - სოფლად მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის შესახებ. ბ. ევროპის სამეზობლო პროგრამა - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის მიმდინარეობის შესახებ (ENPARD): - მცირე გლეხური მეურნეობების კოოპერირების ხელშეწყობის შესახებ; - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობის შესახებ. /მომხსენებელი: ილია კვიტაიშვილი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე/. I. მოისმინეს: გ. აგულაშვილის ინფორმაცია - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზანია, დროებით შეიზღუდოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება მისი მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის საშუალებით. კანონპროექტის მიხედვით, კანონს ემატება გარდამავალი დებულება და 2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვები ხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. წარმოდგენილი საკითხის განხილვისას პლენარულ სხდომაზე გამოთქმული იყო შენიშვნები, რომლებზეც ადგილზევე გაეცა პასუხი. ერთი საკითხი, რომელსაც მოყვა მსჯელობა, არის დეპუტატ კობა დავითაშვილის შეკითხვა. ეს ეხება გარდამავალ დებულებებში ჩადებულ საკითხს: ტერმინი - სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებით - შეიცვალოს - „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით“ . ამ საკითხზე მინდა თქვენი აზრი მოვისმინო. დარჩეს არსებული რედაქცია, თუ შევცვალოთ? ასევე, მნიშვნელოვანია იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა. მთავრობიდან შემოსულია დასკვნა და მათი პოზიცია დადებითია. აზრი გამოთქვეს: გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. II. მოისმინეს: ი. კვიტაიშვილის ინფორმაცია აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტს აფინანსებს სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD). პროექტი შედგება ორი კომპონენტისაგან პირველი კომპონენტი – “სალიზინგო ოპერაციების მხარდაჭერა სოფლად” კომპონენტის მიზანია საქართველოში სასოფლო-სამეურნეო ლიზინგის სისტემის განვითარების ხელშეწყობა. კომპონენტში გათვალისწინებული საქმიანობები საშუალებას აძლევს სოფლის მურნეობაში დასაქმებულ მცირე და საშუალო მეწარმეებს ლიზინგით შეიძინონ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ძირითადი საშუალებები. მეორე კომპონენტი – “სოფლად მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარება” კომპონენტის მიზანია სოფლად ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. კომპონენტის ფარგლებში ძირითადად გათვალისწინებულია საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდთან ერთად ამზადებს ახალ “ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების” პროექტს. პროექტის მიზანია საქართველოში საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია, აგრეთვე წყლის მომხმარებელთა ინსტიტუციონალური მხარდაჭერა და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილია მსოფლიო ბანკის ე.წ. პროექტის მოსამზადებელი მისია, პროექტის საბოლოო შეფასების დასრულება დაგეგმილია დეკემბრის თვეში, მოლაპარაკებები დაგეგმილია 2014 წლის თებერვალში, პროექტის მსოფლიო ბანკის დირექტორთა საბჭოზე გატანა მოხდება 2014 წლის აპრილის თვეში. ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის (ENPARD) ევროპის სამეზობლო პროგრამა - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის, რომელიც 2013 წელს დაიწყო საქართველოში სურსათის წარმოების ზრდისა და სოფლად სიღარიბის შემცირების მიზნით - ევროკავშირმა შეიმუშავა . პროექტის ხანგრძლივობაა სამი წელი (2013 წლის მარტი – 2016 წლის მარტი) ENPARD სხვადასხვა კომპონენტს მოიცავს. პროგრამას საფუძვლად უდევს სოფლის მეურნეობის სექტორში ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის შეთანხმებული ყოვლისმომცველი მიდგომა. ის შეეეხება რეფორმებს და სოფლის მეურნეობის სტრატეგიას, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო ათი წლის განმავლობაში განახორციელებს. ამას დაემატება საჭიროების შემთხვევაში ტექნიკური დახმარება ეროვნული სამსახურებისა და სამინისტროებისთვის. ამავდროულად, პროგრამის მიზანია, გააძლიეროს მცირე ფერმერები, რომლებიც შესაძლოა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ძირითადი ბირთვი გახდნენ. /სრული ინფორმაცია - აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის შესახებ - ოქმს თან ერთვის /. გ გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - აგრარული სექტორის განვითარების ხელშეწყობის შესახებ. /ა. სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ: - აგრარული სფეროსათვის ლიზინგის განვითარებისა და სოფლად მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. ბ. ევროპის სამეზობლო პროგრამა - სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის - მიმდინარეობის შესახებ (ENPARD): - მცირე გლეხური მეურნეობების კოოპერირებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინსტიტუციონალური განვითარების ხელშეწყობა/.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






