სხდომის ოქმი #28

 

saqarTvelos parlamentis

agrarul sakiTxTa komiteti

                                                                                                                                                                                                                                            oqmi #28                       
                                                                                                                                                                                                                                                                                                   2013
წლის 30 ივლისი

 

   სხდომ თავმჯდომარე:           გიგლა აგულაშვილი  (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ:

 კომიტეტის წევრები: . აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი -    (ადგილმონაცვლე - ს. ხაბულიანი), ვ. ლემონჯავა, თ. მაისურაძე, ი. შერვაშიძე - (ადგილმონაცვლე - გ. ფეიქრიშვილი), რ. ხალვაში.

  სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე,  დ. ლორთქიფანიძე, ლ. ქარდავა, რ. შავლოხაშვილი, ვ. ჩიტაშვილი,  პ. ცისკარიშვილი, ნ. ჯანაშია.

აპარატის თანამშრომლები: . ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. სვანიძე, ი. ქველაძე, . ქიტიაშვილი.

დღის წესრიგი

საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ -III მოსმენა.

/მომხსენებლები: გ. აგულაშვილი, ზ. ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტის წევრები/.

                      მოისმინეს:

გ. აგულაშვილის ინფორმაცია - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას, პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის მიერ გამოთქმული შენიშვნა, პროექტის მესამე მოსმენით განხილვისთვის - გათვალისწინებულია. კერძოდ: მუხლი 151: გარდამავალ დებულებებში - („2014 წლის 31 დეკემბრამდე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისათვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ იგი განპირობებულია სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებით. სააგენტოს მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს და შესაბამის გადაწყვეტილებას  იღებს საქართველოს მთავრობა“)  -  ჩაიწერა „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით“  და „აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებას“ - ნაცვლად „სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი საჭიროებით“ და „სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ საჭიროებას“ - ისა.

         გადაწყვიტეს:

კომიტეტმა  მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ზურაბ ტყემალაძისა და გიგლა აგულაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად.

სხდომის თავმჯდომარე:                                                                   . აგულაშვილი

სხდომის მდივანი:                                                                             . ქიტიაშვილი