| ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 17:30 |
|
ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის საკითხების დარეგულირება საქართველოს მთავრობის კომპეტენციაში გადავა. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების ანი მიროტაძის და ირინე იმერლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია არა მხოლოდ კონსტიტუციით, არამედ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებანიც განახორციელოს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან კი საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელების შესაძლებლობა ექნება. აღნიშნულიდან გამომდინარე აუცილებელი გახდა „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანა. წარმოდგენილი კანონპროექტით ხდება უფლებამოსილების დელეგირება . კერძოდ, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრების სახელმწიფო აგარაკის ან/და პერსონალური სატრანსპორტო საშუალების საკუთრებაში გადაცემის და სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლებამოსილებას საქართველოს მთავრობა განახორციელებს. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 19:23 |






