თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 18:29

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ერთიანი კონტრდაზვერვითი საქმიანობის ორგანიზაციის და სპეციალური სამსახურის საქმიანობის კოორდინაციის წესს პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს. აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის შესახებაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტი ერთ-ერთია იმ კანონპროექტთა შორის, რომლის ამოქმედებაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოხდება და რომლითაც პრეზიდენტის და მთავრობის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება. კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხზე პარლამენტის პლენარული სხდომა I მოსმენით იმსჯელებს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 19:24