პარლამენტის ბიუროს სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 14:41

 

პარლამენტის 5-6 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უძღვებოდა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ძირითადად, კანონპროექტებს განიხილავენ, რომლებიც პარლამენტშია შემუშავებული. ასევე დაგეგმილია რამდენიმე სარატიფიკაციო დოკუმენტის განხილვა და რამდენიმე კომიტეტის მიერ ერთი წლის განმავლობასი გაწეული საქმიანობის ანგარისის მოსმენა. 6 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე კი იგეგმება პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ რამდენიმე კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი მოტივირებული შენიშვნების განხილვა. 
ბიუროს სხდომაზე საორგანიზაციო საკითხებიც განიხილეს.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღეიდან გამოცხადდება კონკურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიაში პარლამენტის მიერ ორ-ორი წევრის არჩევის შესახებ. საკონკურსოდ საბუთების წარდგენის ათ-დღიანი ვადა 15 სექტემბერს დასრულდება. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მათი არჩევა, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში მოხდება. ბიუროს სხდომის დამთავრებისთანავე მუშაობას შეუდგა პარლამენტის პლენარული სხდომა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 18:51