| აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 15:13 |
|
ეროვნული მემკივიდრეობის უნიკალური, იშვიათი ბუნებრივი წარმონაქმნებისა და კულტურული არეალების მქონე ტერიტორიების დაცვისა და აღდგენის მიზნით, ბუნების ძეგლების კატეგორიის დაცული ტერიტორიები იქმნება და მათ „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის შესაბამისი კატეგორიის ბუნების ძეგლის სტატუსი ენიჭება. ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ისაუბრა დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, ყალიბდება ბუნების შემდეგი ძეგლები: ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი, ონიორეს ჩანჩქერის და ტობა პირველის მღვიმის ბუნების ძეგლი, ტობის ჩანჩქერის და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლი, მოთენას მღვიმის ბუნების ძეგლი, მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ნაზოდელაოს მღვიმის ბუნების ძეგლი, მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი, გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი, დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი, სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი, მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი, ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი, ჯვრის უღელტეხილის ბუნების ძეგლი, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი და ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი. |
| ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 16:52 |






