გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 15:18

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებული კანონპროექტთა პაკეტი. პაკეტში ათი კანონპროექტი შედის. ესენია: „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ,,გარემოს დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”; ,,საქართველოს ტყის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“; ,,წიაღის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები. ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა. კანონებში, სადაც წერია საქართველოს პრეზიდენტი, ჩაიწერება საქართველოს მთავრობა ან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. კანონპროექტები შემუშავებულია 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმიდან გამომდინარე, რომლის მიხედვით მკვეთრად გაიმიჯნა პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის უფლებამოსილებები, ამავე დროს შემცირდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები. აქედან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მიმდინარე კანონმდებლობის არსებულ საკონსტიტუციო ჩანაწერებთან თანხვედრაში მოყვანა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 16:17