განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 19:04

საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებათა ის ცვლილებები, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება, „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანას ითხოვს. დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გიორგი კახიანის განმარტებით, კანონპროექტით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში ხდება როგორც მთავრობის უფლებამოსილებების გაფართოება, ასევე ახალი უფლებამოსილებების განსაზღვრა. დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის გატანას.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 20:35