| პარლამენტის პლენარული სხდომა | | ბეჭდვა | |
| ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 19:12 |
|
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებმა I და II მოსმენით ის კანონპროექტები განიხილეს, რომლებიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. სხდომის დასაწყისში პარლამენტის წევრი, კობა დავითაშვილი იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე აღსრულების პროცედურების შეჩერებასთან დაკავშირებული კანონპროექტის დღის წესრიგში ჩასმის საკითხით დაინტერესდა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ მას თავად აქვს ამ კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებულით შეკითხვები, თუ რამდენად აქტიურად მიმდინარეობს მთავრობასთან კონსულტაციები. „კითხვა მაქვს კანონპროექტის ინიციატორებთან, რამდენად აქტიურად მუშაობენ ისინი მთავრობასთან? ვიცი, რომ ზოგი მუშაობს და ზოგი არ მუშაობს და მხოლოდ კითხვებს სვავს. ვინც მუშაობს, მათგან ველოდები კონკრეტულ შეთანხმებულ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ პარლამენტმა კანონპროექტზე მუშაობა გააგრძელოს", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, ცალკეულმა დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განსახილველი I მოსმენით კანონპროექტები წარმოადგინეს: საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , საქართველოს კანონის პროექტი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს კანონის პროექტი „საკონსულო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ,საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 10:26 |






