| საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომის | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 12:56 |
|
პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილისა და ნოდარ ებანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. ცვლილებები შედის „გრანტების შესახებ“, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ კანონებში და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“. ამ ცვლილებებით, კანონები ქვეყნის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ასევე კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მომზადდა. ამ ცვლილების მიხედვით, კონსტიტუციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული საკუთრების ჩამორთმევისათვის გადახდილი ანაზღაურება ყოველგვარი მოსაკრებლისგან თავისუფლდება. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები განპირობებულია კანონებში იმ ცვლილებათა შეტანის აუცილებლობით, რომლებიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება და რომლებიც საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებათა ცვლილებებს ეხება. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილი კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:51 |






