| პარლამენტის ბიუროს სხდომა | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:27 |
|
6 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს დღეს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. კანონმდებლები დაჩქარებული წესით იმ კანონპროექტებს განიხილავენ, რომელთა ამოქმედება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების მომენტიდან მოხდება. პლენარულ სხდომაზე, პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ სამ კანონპროექტზე ვეტოს დაძლევა მოუწევს. ასევე, დღევანდელ სხდომაზე პარლამენტი რამდენიმე კომიტეტის 2012 წლიდან 2013 წლის საშემოდგომო სესიამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს მოისმენს. პარლამენტი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიშს მოისმენს და „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს მიიღებს. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:54 |






