| ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 14:51 |
|
საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს პრეზიდენტის დეკრეტით, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს - საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც საჭიროებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას. აღნიშნული ცვლილება, რომელიც „ საქართველოს შრომის კოდექსში“ შედის, დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კანონპროექტის ინიციატორის, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს. |
| ბოლოს განახლდა ორშაბათი, 09 სექტემბერი 2013 12:36 |






