8 სექტემბერს ვიქტორ დოლიძე ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში მიემგზავრება | Print |
Saturday, 07 September 2013 20:26

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მოწვევა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისგან, ედმუნდ ვიტბროდტისგან მიიღო. ქ. გდანსკში 8-9 სექტემბერს იმართება ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტთა ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტების შეხვედრა. შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობა ვილნიუსის სამიტის წინ - ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა; 2014-2020 წლების ფინანსური ჩარჩოს ფარგლებში რეგიონული პოლიტიკა; ტრანსატლანტიკური ვაჭრობა და საინვესტიციო პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან (TTIP);

Last Updated on Saturday, 07 September 2013 20:39