| სხდომის ოქმი #29 |
|
saqarTvelos parlamentis agrarul sakiTxTa komiteti oqmi #29 2013 წლის 5 სექტემბერი 11 საათი სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - (ადგილმონაცვლე - თ. ჯაფარიძე), თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე - (ადგილმონაცვლე - თ. კორძაია), თ. მაისურაძე, ო. ნიშნიანიძე, რ. შავლოხაშვილი - (ადგილმონაცვლე - გ. ბუკია), ი. შერვაშიძე - (ადგილმონაცვლე - გ. ფეიქრიშვილი), ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: გ. ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე. დღის წესრიგი /მომხსენებელი: გ. ცაგარეიშვილი - საქართველოს პარლამენტის წევრი/.I. მოისმინეს: გ. ცაგარეიშვილის ინფორმაცია - „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ კანონის მიღების მიზეზია უმნიშვნელოვანესი ეროვნული მემკვიდრეობის უნიკალური, იშვიათი ბუნებრივი წარმონაქმნების და კულტურული არეალების მქონე ტერიტორიების დაცვა და აღდგენა შემდგომში მათი სამეცნიერო, ტურისტული და რეკრეაციული მიზნით გამოყენებისათვის. მისი მიზანია უზრუნველყოს ბუნების ძეგლების კატეგორიის დაცული ტერიტორიების შექმნა და მათზე „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის შესაბამისი კატეგორიის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება. კანონპროექტი შედგენილია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. იგი შედგება 22 მუხლისგან და არეგულირებს ბუნების ძეგლების შექმნასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს. კანონის მე-3 მუხლით განსაზღვრულია შემდეგი ბუნების ძეგლების ჩამოყალიბება: ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი, ონიორეს ჩანჩქერის და ტობა პირველის მღვიმის, ტობის ჩანჩქერის და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის, მოთენას მღვიმის, ჯორწყუს მღვიმის, მდინარე აბაშის ჩანჩქერის, გოჭკადილის კანიონის, გოდერძის ნამარხი ტყის, დაშბაშის კანიონის, სამშვილდის კანიონის, მუხურას ჩანჩქერის, ბოდორნის კლდის სვეტების, ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის და ეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლები. კანონით განისაზღვრება ბუნების ძეგლების მდებარეობა და ფართობი, ხოლო მე-20 მუხლით განსაზღვრულია, რომ ბუნების ძეგლების მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის“ შესაბამისად. აზრი გამოთქვეს: ვ. ლემონჯავა: სამეგრელოს მთიანეთში არის 57 000 ჰექტარი ფართობი, ცალკეული ტერიტორიები, რომელზეც გარემოს დაცვის სამინისტრომ თავის დროზე იმუშავა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად შეიქმნა რუქა სამეგრელოს მთიანეთის დაცულ ტერიტორიად გამოყოფის შესახებ. უმჯობესია, ერთ მთლიან კომპლექსში მოხდეს განხილვა და სამეგრელოს მთიანეთი დაცულ ტერიტორიად გამოცხადდეს. ჩვენ, სამეგრელოს მაჟორიტარები, შემოვალთ წერილით პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, ასევე, საქართველოს მთავრობის სახელზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გ. ცაგარეიშვილი: სიამოვნებით შევუერთდები თქვენს წამოწყებას. დიდი სამუშაო იქნა ჩატარებული ამ კუთხით. დაცული ტერიტორია შეიქმნა თუშეთში, რომელიც უნიკალურია. ასევე, ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალი, რომელიც ყველაზე დიდია ევროპაში. გადაწყვეტილია უკვე ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის შექმნა და კანონის პროექტი შეგვიძლია მოგაწოდოთ ამის თაობაზე, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემაა დაფინანსების წყარო. ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიის შექმნისთვის გვეხმარებიან გერმანელი კოლეგები, მათ 8 მილიონნახევარი ევრო გამოგვიყვეს ამ პროექტისთვის. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






