| სხდომის ოქმი #30 |
|
saqarTvelos parlamentis agrarul sakiTxTa komiteti
oqmi #30 2013 წლის 5 სექტემბერი 12 საათი სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) (სხდომა ჩატარდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, საფინანსო-საბიუჯეტო და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებთან ერთად). სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე - (ადგილმონაცვლე - თ. ჯაფარიძე), თ. ყაჭეიშვილი, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე - (ადგილმონაცვლე - თ. მეჭიაური), თ. მაისურაძე, ო. ნიშნიანიძე, რ. შავლოხაშვილი - (ადგილმონაცვლე - გ. ბუკია), ი. შერვაშიძე - (ადგილმონაცვლე - გ. ფეიქრიშვილი), ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ე. კაპანაძე, ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ზ. ტყემალაძე - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დ. ონოფრიშვილი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, გ. ჟორჟოლიანი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების წევრები და ამავე კომიტეტების აპარატების წარმომადგენლები. დღის წესრიგი /მომხსენებელი: ი. გორდულაძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი/. მოისმინეს: ი. გორდულაძის ინფორმაცია - საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნების თაობაზე „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შესახებ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი სცდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ საკუთრების შეზღუდვისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს. აღნიშნული პუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია „მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“. საყურადღებოა, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი ადგენს, რომ „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისთვის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლა დასაშვებია, თუ ეს განპირობებულია აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებით“. გაურკვეველია, თუ რატომ უნდა იყოს დაკავშირებული საკუთრების უფლება და მისი რეალიზაცია აუცილებელ საზოგადებრივ საჭიროებასთან, მაშინ როდესაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებითა და პრინციპებით საკუთრების უფლება არის ბუნებითი და თავისთავადი უფლება და აუცილებელ საზოგადოებრივ საჭიროებასთან არა მისი არსებობა, არამედ მხოლოდ მისი შეზღუდვაა დაკავშირებული, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს მესაკუთრისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის უფლების შეზღუდვას, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ პრინციპს. /სრული ტექსტი წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით - ოქმს თან ერთვის/ გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 30 ივლისს მიღებული და ხელმოსაწერად წარდგენილი - „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






