| სხდომის ოქმი #28 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #28 4 სექტემბერი 2013 წ. ქ. ქუთაისი 1500 საათი #8 დარბაზი სხდომის თავმჯდომარე: დიმიტრი ხუნდაძე (კომიტეტის თავმჯდომარე) ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები კ. დავითაშვილი მ. წიკლაური გ. ხეჩინაშვილი პ. ბარათაშვილი ზ. ჯაფარიძე ფ. ხალვაში გ. ფოფხაძე სხდომის დღის წესრიგი: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების ანი მიროტაძის და ირინე იმერლიშვილის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/I- მოსმენა. მომხსენებელი - საქართველოს პარლამენტის წევრი - ანი მიროტაძე კომიტეტის სხდომა გახსნა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, მან დაადასტურა ქვორუმის არსებობა კომიტეტში და გააცნო კომიტეტის წევრებს დღის წესრიგი, შემდგომ მან სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ანი მიროტაძეს, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე - I - მოსმენა. ანი მიროტაძე: მუხლი 1. „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, # 11, 29.03.2005., მუხ.68) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარადაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წვრებს) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო აგარაკი ან/და პერსონალური სატრანსპორტო საშუალება კანონმდებლობით დადგენილი წესით“. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის) გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წევრებს) შეუნარჩუნოს სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“ კანონპროექტის მიზანი - კანონპროექტის მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ „საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, მე-11, 12, მე-14 და ,მე-18 მუხლები შესაბამისობაში მოვიდეს საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტთან, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. კანონპროექტის ძირითადი არსი - საქართველოს კონსტიტუციის დღესდღეობით მოქმედი 73-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია არამხოლოდ კონსტიტუციით, არამედ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებანიც განახორციელოს. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან, აღნიშნულ კონსტიტუციურ ნორმას ჩაანაცვლებს 73-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციების შესაძლებლობა ექნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელია ცვლილება შევიდეს ‘საქართველოს ყოფილი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 და მე-9 მუხლებში და შეიცვალოს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტი სარგებლობს უფლებამოსილებით საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (ყოფილი უმაღლსი პოლიტიკური პირის (ყოფილი უმაღლსი პოლიტიკური თანამდებობის პირის ) გარადაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრს (წევრებს) საკუთრებაში გადასცეს სახელმწიფო აგარაკი ან/და პერსონალური სატრანსპორტო საშუალება და შეუნარჩუნოს სახელმწიფო დაცვით სარგებლობის უფელბა. „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა ( საქართველოს მტავრობა უზრუნველყოფს სახელმწიფო ქონების მართვას) და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად (სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულება), აღნიშნული უფლებამოსილება მიზანშეწონილია განახორციელოს საქართველოს მთავრობამ. კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნულ კანონპროექტს და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდმაზე კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი მიიღო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა 1. კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა
დიმიტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი: ნანა მეგრელიშვილი |






