| სხდომის ოქმი #29 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N29 4 სექტემბერი 2013 წელი 19:30 საათი ოთახი N3
სხდომის თავმჯდომარე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გედევან ფოფხაძე, ომარ ნიშნიანიძე, დავით ლორთქიფანიძე, მირიან წიკლაური, გიორგი ხეჩინაშვილი, კობა დავითაშვილი, გიორგი მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე, კობა სუბელიანი, პავლე კუბლაშვილი სხდომიდ დღის წესრიგი
კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაცია. კომიტეტის თავმჯდომარემ პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 და მე-9 პუნქტის შესაბამისად კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ასარჩევად დაასახელა ბატონი მირიან წიკლაურის კანდიდატურა. კომიტეტის წევრების მხრიდან სხვა კანდიდატურები არ დასახელებულა. კანდიდატის მოკლე ბიოგრაფიული მონაცემების გაცნობის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდმარემ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე კენჭისყრისათვის წარადგინა ბატონი მირიან წიკლაურის კანდიდატურა. კენჭისყრის შედეგები: 1. სხდომას დაესწრო 11 დეპუტატი; საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულ იქნა ბატონი მირიან წიკლაური. გადაწყვიტეს: (ერთხმად)
დიმიტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარე
სხდომის მდივანი ნანა მეგრელიშვილი
|






