სხდომის ოქმი #40

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N40 

4 სექტემბერი, 2013. 10 სთ.   საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი N307 

 

 სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: თამარ კორძაია(ადგილმონაცვლე_ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, ჭკუასელი თეიმურაზი, პაპუაშვილი ზაზა, ქავთარაძე გიორგი, ჯაფარიძე თამაზი, საყვარელიძე ფრიდონი  ხეჩინაშვილი გიორგი, მახარაძე მიხეილი, გიორგი კახიანი, ჯაფარიძე ზურაბი (ადგილმონაცვლე)- რატიანი სერგო, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. 

დღის წესრიგი

1. საქართველოს საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“განხილვა პირველი მოსმენით.

(გიორგი კახიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი)

 

1. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის  მოხსენება  საქართველოს კანონის პროექტის: „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში ხდება როგორც მთავრობის უფლებამოსილების გაფართოება, ასევე ახალი უფლებამოსილების განსაზღვრა. მომხსენებლის და ინიციატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მთელი რიგი ნორმების ამოქმედება, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განხორციელდება, იწპვევს 160-მდე კანონში ცვლილებების შეტანას და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.  

             კანონპროექტების  განხილვის დროს, კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა.

       

          კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  12 მომხრე    მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                               ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია