| სხდომის ოქმი #41 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N41
5 სექტემბერი, 2013წ. 12 სთ. საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N304
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ჩაფიძე ელისო, საყვარელიძე ფრიდონი , ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჭკუასელი თეიმურაზი, ჯაფარიძე ზურაბი (ადგილმონაცვლე)- რატიანი სერგო, მახარაძე მიხეილი, კუბლავილი პავლე (ადგილმონაცვლე) - ვაშაძე გიორგი, ხეჩინაშვილი გიორგი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი (ირაკლი გორდულაძე - საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი) 2. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის „ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 12 ივლისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე“ განხილვა.
(გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე) 2. მოისმინეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ირაკლი გორდულაძის მოხსენება საქართველოს კანონის პროექტების: „ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 24 ივლისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილ საქართველოს კანონის პროექტის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე“ და „ საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 12 ივლისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე“. მომხსენებლის განმარტებით, რომელიც მან პრეზიდენტის შენიშვნების საფუძველზე გააკეთა, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტონომიას და ხელს არ უწყობს უმაღლესი განათლების სისტემის თავისუფალ განვითარებას. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შენიშვნებით დაბრუნების თაობაზე“ პრეზიდენტის შენიშვნები ეხება ობიქტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებას და მოხსნას, თბილისის ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნრბართვის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთვის გადაცემას. სხდომის ესწრებოდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, რომელმაც წარმოდგენილ შენიშვნებთან დაკავშირებით გააკეთა განმარტებები. საკითხის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომიტეტის წევრებმა. ზაზა პაპუაშვილმა კითხვა დაუსვა მინისტრის მოადგილეს ძველი თბილისის საცხოვრებელი სახლებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭება-აღდგენის საკითხზე. კომიტეტმა გადაწყვიტა: მსჯელობის შედეგად კომიტეტის წევრებმა არ გაიზიარეს პრეზიდენტის შენიშვნები ორივე კანონთან მიმართებაში და 8 მომხრე, 2 წინააღმდეგი გადაწყვიტეს კანონპროექტების განხილვა პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. 3. მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით და საქართველოს შორის ,, ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებისა (კომპაქტი)“ და ამერიკის შეერთებულ შტატებს , რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის ,,პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ“ შეთანხმების თაობაზე. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შეთანხმებას და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი რატიფიცირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 4. მოისმინეს ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის მოხსენება საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების დაფინანსება)“ და ,, საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულების (კონკუტენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების დაფინანსება)“ თაობაზე. აღინიშნა, რომ პროგრამა ითვალისწინებს საქართველოსათვის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის გამოყოფას დაახლოებით 60 მლნ აშშ დოლარის ოდენობით. სავარაუდოა, რომ ფინანსური თვალსაზრისით ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბიუჯეტო დახმარების მიღება მნიშვნელოვან დადებით შედეგს მოიტანს. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ხელშეკრულებას და მიზანშეწონილად მიიჩნია მისი რატიფიცირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე
სხდომის მდივანი ლალი ლორია |






