სხდომის ოქმი #42

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის

ოქმი N42

 

5 სექტემბერი, 2013. 18 სთ.                                      საქართველოს პარლამენტი, სხდომათა დარბაზი N307  

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას  ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე,ხალვაში ფატი (ადგილმონაცვლე)-ჩაფიძე ელისო, საყვარელიძე ფრიდონი, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჭკუასელი თეიმურაზი, მახარაძე მიხეილი, ხეჩინაშვილი გიორგი, გიორგი კახიანი,  აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები.

დღის წესრიგი

1. საქართველოს საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი კახიანისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“განხილვა მეორე მოსმენით.

(გიორგი კახიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი) 

1. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის მოხსენებასაქართველოს კანონის პროექტის: „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში ხდება როგორც მთავრობის უფლებამოსილების გაფართოება, ასევე ახალი უფლებამოსილების განსაზღვრა. მომხსენებლის და ინიციატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მთელი რიგი ნორმების ამოქმედება, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განხორციელდება, იწპვევს 160-მდე კანონში ცვლილებების შეტანას და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას.  კანონპროექტების  მუხლობრივი განხილვის დროს, კომიტეტის წევრების მიერ  შენიშვნები არ გამოთქმულა. 

          კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა  11 მომხრე    მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე  მოსმენით განსახილველად გატანას.

 

 

სხდომის თავმჯდომარე                                                                                                 ივანე კიღურაძე

 

სხდომის მდივანი                                                                                                                             ლალი ლორია