| სხდომის ოქმი #43 |
|
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომის ოქმი N43 6 სექტემბერი, 2013წ. 15 სთ. საქართველოს პარლამენტი,სხდომათა დარბაზი N308 სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ქანთარია ალექსანდრე, ჩაფიძე ელისო, საყვარელიძე ფრიდონი, ჯაფარიძე თამაზი, ქავთარაძე გიორგი, პაპუაშვილი ზაზა, ჭკუასელი თეიმურაზი, მახარაძე მიხეილი, ხეჩინაშვილი გიორგი, გიორგი კახიანი, აპარატის წევრები, მასმედიის წარმომადგენლები. დღის წესრიგი (გიორგი კახიანი - საქართველოს პარლამენტის წევრი) 1. მოისმინეს საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი კახიანის მოხსენებასაქართველოს კანონის პროექტის: „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების სფეროში ხდება როგორც მთავრობის უფლებამოსილების გაფართოება, ასევე ახალი უფლებამოსილების განსაზღვრა. მომხსენებლის და ინიციატორის განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციის მთელი რიგი ნორმების ამოქმედება, რომელიც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განხორციელდება, იწპვევს 160-მდე კანონში ცვლილებების შეტანას და კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას. კანონპროექტების განხილვის დროს, კომიტეტის წევრების მიერ რედაქციული სახის შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტმა გადაწყვიტა: კომიტეტმა 11 მომხრე მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად გატანას.
სხდომის თავმჯდომარე ივანე კიღურაძე სხდომის მდივანი ლალი ლორია
|






