ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 10 სექტემბერი 2013 17:22

საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურმა ცვლილებებმა, რომელიც 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს, „პატიმრობის კოდექსსა“და „საზოგადოებრივი საჭიროებისთვის აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანა განაპირობა. აღნიშნული კანონპროექტები დღეს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ ,,პოლიციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე მსჯელობისას აღნიშნა, რომ 2014 წლის 1 თებერვლამდე შეჩერდება აღსრულება იმ უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებზე, რომლებზეც საკუთრება მოპოვებულია სესხის ან იპოთეკის ხელშეკრულებიდან. „ეს საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მსგავსი პრობლემების მქონე პირთა ერთიანი ბაზა და მოვახდინოთ მათი დიფერენცირება“,-აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები ,,სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ და ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , ასევე საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „სახალხო დამცველის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე“.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 11 სექტემბერი 2013 14:09