| საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის განცხადება | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 14:53 |
|
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მომავალი კვირიდან იწყებს საჯარო მოსმენებს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მან კომისიის საქმიანობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. კომისიის სხდომებზე, რომლებიც პარლამენტის შენობაში, ქუთაისში გაიმართება, კონკრეტული პირების საჯარო დაკითხვა 16 სექტემბრიდან დაიწყება. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 13 სექტემბერი 2013 15:27 |






