| პარლამენტის ბიუროს სხდომა | | ბეჭდვა | |
| სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 12:29 |
|
დღეს ბიუროს სხდომაზე 18 სექტემბრის პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა და ახალი საკანონმდებლო ინიციატივები დარეგისტრირდა. ბიუროს სხდომაზე პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს. კანონპროექტით პარლამენტის წევრის თანაშემწის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების, ასევე ანაზღაურების წესი და პირობები განისაზღვრება. საბიუჯეტო ოფისის დასკვნის საფუძველზე ბიურომ კანონპროექტი ინიციატორს დაუბრუნა დაფინანსების წყაროს დაკონკრეტების მიზნით. 18 სექტემბრის პლენარული სხდომის დაწყების დრო ხვალინდელ ბიუროს სხდომაზე განისაზღვრება. |
| ბოლოს განახლდა სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 12:47 |






