|
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა |
| Print | |
|
Tuesday, 17 September 2013 19:23 |
|
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საჩივრების განხილვას შეუდგა. ღია, საჯარო სხდომაზე კომისიის წევრებმა 9 კომპანიის წარმომადგენელს მოუსმინეს და იმ საჩივრებს გაეცნენ, რომლებიც წლების განმავლობაში კომპანიებსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შორის წარმოიქმნა.
დღევანდელ საჯარო სხდომაზე კომისიის წევრებმა მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანია „თრიალეთის“, ტელეკომპანია „რიონის“, შპს „ტვ21“, რადიო „ჰერეთის“, „რადიოცენტრი პლიუსის“, შპს „ბათუმი მედია გრუპის“, შპს „საქართველოს ხმის“, შპს „რადიომაუწყებლობა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის“ და ააიპ „საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის“ დამფუძნებლებს და იურისტებს მოუსმინეს. თვითეულმა მომჩივანმა საკუთარ გამოსვლებში ყურადღება კომპანიებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან წარმოქმნილ პრობლემებზე გაამახვილეს. საკითხი შეეხებოდა სიხშირეების და ლიცენზიების ჩამორთმევას, რიგი კომპანიებისთვის შერჩევითი სამართლის პრინციპებით მიდგომას და დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარებას. დამფუძნებლებმა და იურისტებმა როგორც კომისიის წევრთა ბრალეულობაზე, ასევე ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე ისაუბრეს და დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უკვე გადაგზავნილ დოკუმენტაციაზე დამატებითი განმარტებებიც გააკეთეს. კომისიის წევრთა დიდი ინტერესი ბათუმში მოქმედ საკაბელო კომპანიებს შორის წარმოებულმა დავამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ სამი სხვადასხვა კომპანია, რომელთა შორის სამართლებრივი დავა მიმდინარეობს, ცალ-ცალკე თვითეული მათგანი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დისკრიმინაციულ მიდგომაში და უსაფუძვლო ჯარიმების დაკისრებაში ადანაშაულებს. დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალ დილიდან განაახლებს და ხვალინდელი საჯარო მოსმენა მთლიანად მედია კავშირის „ობიექტივი“ საკითხს შეეხება. |
|
Last Updated on Tuesday, 17 September 2013 19:39 |