|
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 17:00 |
|

განათლების სექტორი გრანტის სახით 140 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებას მიიღებს. პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2013 წლის 26 ივლისს ხელმოწერილი "ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის "ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებასა (კომპაქტი)“ და „ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის "პროგრამის იმპლემენტაციის შესახებ“ შეთანხმება“ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა გააცნო კომიტეტის წევრებს. მისი თქმით, კომპაქტით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება საფინანსო-ეკონომიკური თვალსაზრისით დადებით შედეგს მოიტანს.
დღესვე კომიტეტის სხდომაზე "სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და "სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ წარუდგინა დეპუტატებს. მისი თქმით, ცვლილებებით საჯარო საქმიანობის პარალელურად კომპენსაციის მიღების უზრუნველყოფის ადმინისტრირების პროცესი გაუმჯობესდება. გარდა ამისა 2013 წლის 1 სექტემბრამდე ზედმეტად და არასწორად გაცემული კომპენსაციის ლეგალიზაცია მოხდება. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 17:52 |