|
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 18:28 |
|

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა საკანონონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა. პროექტის თანახმად, განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისათვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხვა მოხდება იმ შემთხვევაში,თუ აბიტურიენტი გაიმარჯვებს საერთაშორისო ოლიმპიადაში ან სახელოვნებო- შემოქმედებით კონკურსში უმაღლეს შეფასებას მიიღებს. კანონპროექტის მიხედვით მთავრობის მიერ დადგინდება სასწავლო გრანტით დაფინანსების წესი, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განსაზღვრავს . ცვლილებების ავტორთა განცხადებით, კანონს მიეცემა უკუძალა და სასწავლებლებში სწავლის უფლება შეუნარჩუნდებათ 2013 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე იმ პირებს, რომლებმაც ვერ გადალახეს ამა თუ იმ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და მიუხედავად მათი განსაკუთრებული ნიჭისა დარჩნენ სწავლის უფლების გარეშე. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 18:31 |