| დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 20:11 |
|
საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება საკუთარი ინიციატივით ან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის წინადადებით, ცალკეულ შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული წესის დაუცველად, მიანიჭოს ან შეუწყვიტოს პირს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსი. ამ მიზნით ცვლილება შედის "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონში, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. აღნიშნული კანონპროექტის მიზანია "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ კანონის 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციურ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. კანონპროექტი 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 20:14 |






