ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 20:55

საქართველოს პრეზიდენტს სასჯელარსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლება ექნება. ამის შესახებ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.

ცვლილება, რომელიც "პატიმრობის კოდექსში“ შედის, იმ პირთა წრეს აფართოებს, რომელთა სახელზე ბრალდებულის ან მსჯავრდებულის მიერ გაგზავნილი განცხადების, მოთხოვნისა და საჩივრის შეჩერება და შემოწმებაც ეკრძალება ადმინისტრაციას. ასევე იმ პირთა წრის, რომელსაც უფლება აქვს ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით. ადმინისტრაციას ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს, საერთაშორისო ორგანიზაციის, სამინისტროს, დეპარტამენტის, სახალხო დამცველის, დამცველის, პროკურორის სახელზე გაგზავნილი განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი. 

დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მომზადდა.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 13:43