საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 21:36

კანონპროექტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, მათ გაითვალისწინეს კანონპროექტის პირველი მოსმენისას წარმოდგენილი შენიშვნები. სხვა ცვლილებებთან ერთად, წარმოდგენილი კანონპროექტით კანონში გამოყენებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.
აღნიშნული კანონპროექტი უკავშირდება 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციურ კანონს და ძალაში 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა.
კანონპროექტი პარლამენტის წევრების თამარ კორძაიასა და ფრიდონ საყვარელიძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 10:44