დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 21:37

"კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარული დაცვის ზონების შესახებ“, "საქართველოს საპატენტო კანონში“, "სააქციო საზოგადოების - საპარტნიორო ფონდის შესახებ“, "საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონებში და კიდევ რამდენიმე კანონში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილა მეორე მოსმენით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე.

წარმოდგენილი ცლილებები გამოწვეულია საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. 

კომიტეტმა დღესვე განიხილა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი კანონპროექტი "საგზაო მოძრაობის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომელთა მიღების საფუძველს წარმოადგენს საგზაო მოძრაობის სფეროს მარეგულირებელი ნორმებისა და დებულებების ვენის კონვენციასთან და სხვა ევროპულ შეთანხმებებთან შესაბამისობაში მოყვანა. 

ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 10:35