აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გიგლა აგულაშვილისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილის შეხვედრა ესპანელ ინვესტორებთან | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2013 15:09

ესპანელი ინვესტორები საქართველოს ბიზნესგარემოთი ინტერესდებიან. დღეს ისინი აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გიგლა აგულაშვილს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით ონოფრიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაინტერესდნენ, თუ რა საკანონმდებლო რეგულაციები არსებობს საქართველოში, როგორაა დაცული ბიზნესი, როგორ ხდება სურსათის უვნებლობის შემოწმება და, ზოგადად, როგორია სურსათის სტანდარტები საქართველოში.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა სტუმრებს საქართველოს კანონმდებლობა და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები გააცნო. გიგლა აგულაშვილი სტუმრებს ასევე ესაუბრა საქართველოს კლიმატზე, მრავალფეროვან ლანდშაფტსა და წყლის მდიდარ რესურსზე. "საქართველოში არის როგორც სუბტროპიკული, ასევე კონტინენტური კლიმატი. ნიადაგის მრავალფეროვნების მხრივ, ეს ქვეყანა პატარა მუზეუმია“, - განუცხადა სტუმრებს გიგლა აგულაშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბიზნესმენები საქართველოში სხვადასხვა ინვესტიციის განხორციელებას გეგმავენ.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 10:17