| საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 13:39 |
|
კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით რამდენიმე კანონპროექტი განიხილეს. ესენია: „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ . კანონპროექტები პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილისა და ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და პარლამენტი მათ დაჩქარებული წესით იხილავს. კანონპროექტების მიღება 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციურ კანონს უკავშირდება და ისინი ძალაში 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 16:33 |






