სხდომის ოქმი N4 | Print |

სხდომის ოქმი N4

ქ. ქუთაისი 21 მარტი; 2013წ.

სხდომას ესწრებოდნენ
ფრაქციის წევრები: გოგი ლიპარტელიანი, კახაბერ ოქრიაშვილი,
გოდერძი ბუკია, ენზელ მკოიანი, გიორგი
გოზალიშვილი, სერგო ხაბულიანი.
ფრაქციის აპარატის თანამშრომლები: ირაკლი მერებაშვილი
თინათინ მეშველიანი, თეა ჯანაძე.

დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. ფრაქციის თავმჯდომარის, გოგი ლიპარტელიანის განცხადების განხილვა.
2. საქართველოს კონსტიტუციური კანონი “საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე” განხილვა

1. მოისმინეს: ფრაქციის თავმჯდომარის, გოგი ლიპარტელიანის განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე.
გადაწყვიტეს: ფრაქციამ დააკმაყოფილა თავმჯდომარის განცხადება
გადადგომის თაობაზე.


აზრი გამოთქვეს: გ.ბუკიამ წამოაყენა თავმჯდომარის თანამდებობაზე 
ბატონი კ.ოქრიაშვილის კანდიდატურა.
გადაწყვიტეს: ღია კენჭისყრის შედეგად ფრაქციის თავმჯდომარის
თანამდებობაზე ერთხმად არჩეულ იქნა კ.ოქრიაშვილი.
აზრი გამოთქვეს: გ.ლიპარტელიანმა წამოაყენა თავმჯდომარის მოადგილის
თანამდებობაზე ბატონი გ.გოზალიშვილის კანდიდატურა.
გადაწყვიტეს: კენჭისყრის შედეგად ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ
არჩეულ იქნა გ.გოზალიშვილი.
დაევალოს ფრაქციის აპარატს რეგლამენტის 
90-ე მუხლის 4-ე პუნქტის თანახმად წერილობით აცნობოს პარლამენტის თავმჯდომარესა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. 
2. განიხილეს: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.


აზრი გამოთქვეს: გ.ლიპარტელიანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა.
გადაწყვიტეს: მხარი დაუჭირონ საქართველოს კონსტიტუციური კანონის 
პროექტის ახალ რედაქციას „საქართველოს კონსტიტუციაში
ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

სხდომის თავმჯდომარე: კახაბერ ოქრიაშვილი

სხდომის მდივანი: თეა ჯანაძე