სხდომის ოქმი N6 | ბეჭდვა |

სხდომის ოქმი N6

 

ქ. ქუთაისი 12 ივნისი; 2013 წ.

 

სხდომას ესწრებოდნენ
ფრაქციის წევრები: კახაბერ ოქრიაშვილი,გიორგი
გოზალიშვილი, გოდერძი ბუკია, გოგი ლიპარტელიანი, ენზელ მკოიანი, სერგო ხაბულიანი.

ფრაქციის აპარატის თანამშრომლები: ირაკლი მერებაშვილი
თინათინ მეშველიანი, თეა ჯანაძე.

დ ღ ი ს    წ ე ს რ ი გ ი:
1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თაობაზე მეორე მოსმენით.
2. ენზელ მკოიანის ბრიუსელში (ევრონესტის „აღმოსავლეთის პარტნიორობის ასაბლეა) ვიზიტის ანგარიშის მოსმენა.

1. განიხილეს:
მეორე მოსმენით
კ.ოქრიაშვილის მოხსენება, რაც ითვალისწინებდა ფრაქციის „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ საბოლოო მოსაზრებას წარმოდგენილ შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით და იმ სამუშაო პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობდა კანონშემოქმედების დროს.
ფრაქციის მიერ გამოთქმული იყო ორი შენიშვნა შრომის კოდექსთან
დაკავშირებით:
1. რომ დაქირავებულის გათავისუფლება უნდა ხდებოდეს არა ყოველგვარი ახსნა-განმარტების და არგუმენტების გარეშე, არამედ მხოლოდ დასაბუთებული, ობიექტური არგუმენტების საფუძველზე.
2. მოკლევადიანი ხელშეკრულებების არსებობა, რომელიც ამცირებს შრომის ნაყოფიერებას.ასევე ფრაქცია მიზანშეწონილად მიიჩნევს უვადო ხელშეკრულებების შემოღებას და თვლის, რომ უნდა იყოს აგრეთვე ვადიანი კონტრაქტებიც.
(იხ. დანართი 1.)

აზრი გამოთქვეს: გ.გოზალიშვილმა, გ.ბუკიამ.
გადაწყვიტეს: ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება „საქართველოს შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭიროს მეორე მოსმენით და პლენარულ სხდომაზე მომხსენებლად დაინიშნოს კახაბერ ოქრიაშვილი.

2. მოისმინეს: ენზელ მკოიანის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ ანგარიში.
მიღებულ იქნა ინფორმაციად.


სხდომის თავმჯდომარე: კახაბერ ოქრიაშვილი

სხდომის მდივანი: თეა ჯანაძე