| ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა | | ბეჭდვა | |
| პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 17:35 |
|
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის წევრების გიგლა აგულაშვილისა და მალხაზ ვახტანგიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისათვის სათანადო პირობების შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, კანონში შედის ცვლილება, რომლის მიხედვით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინების ნაცვლად საქართველოს მთავრობის წარდგინებით დადგენილებით ქმნის და აუქმებს საქართველოს პარლამენტი. დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის საქმიანობის წესი და ფარგლები საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ნაცვლად მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება. |
| ბოლოს განახლდა ორშაბათი, 23 სექტემბერი 2013 11:10 |






