| სხდომის ოქმი #32 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი N32 17 სექტემბერი 2013 წელი ოთახი N303 16 საათი სხდომის თავმჯდომარე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე წიკლაური მირიანი, დავითაშვილი კობა, წერეთელი მალხაზი, ხეჩინაშვილი გიორგი, ბარათაშვილი პაატა, კორძაია თამარი, სამხარაული გელა საქართველოს პარლამენტის წევრი აბაშიძე ზურაბი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი დევიძე მირზა სხდომის დღის წესრიგი : 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (-7-2/82,16.08.13.) I მოსმენით განხილვა. მომხსენებლი: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი მირზა დევიძე 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილების შეტანის შესახებ’’ (07-3/175,29.08.13) მეორე მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ზურაბ აბაშიძე 3. საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’, ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ (#07-3/222; 05.09.2013.) I მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური 4. საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე’’ (07-3/223,05.09.13) I მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი მირიან წიკლაური კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს სხდომის დღის წესრიგი. სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა დღის წესრიგით გათვალისიწინებულ პირველი საკითხის მომხსენებელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსს მირზა დევიძეს. მირზა დევიძე - ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოდგენს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 დეკემბრის N2010 განკარგულების საფუძველზე შექმნილი „ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებისა და ვეტერანთა სოციალური დაცვის საკითხთა სამთავრობო კომისია“, რომელსაც დაევალა წინადადებების, რეკომენდაციების, სამართლებრივი ხასიათის პროექტების მომზადება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხებისა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა ოჯახების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ. კომისიის სხდომაზე განხილულ იქნა წიდადადებები ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ორგანიზების შესახებ, მათ შორის, NATO-ს წევრ ქვეყნებში არსებული გამოცდილების შესახებ. კომისიის 2013 წლის 29 მარტის №3 ოქმის საფუძველზე მიიღებულ იქნა გადაწყვეტილება ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი გამოეყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთაინებულ შტაბს და ჩამოყალიბდეს ცალკე სტრუქტურად, საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში. დეპარტამენტის მართვის მიზნით საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №13 საოქმო ჩანაწერის შესაბამისად, მოწონებულ იქნა ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ორგანიზების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით ცალკე სტრუქტურად ჩამოყალიბებისა და მისი საქართველოს მთავრობისათვის დაქვემდებარების თაობაზე. სამსახურის მართვის მიზნით, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შეიძლება შეიქმნას სამეთვალყურეო ორგანო. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნა საქართველოს მთავრობის დაქვემდებარებაში. ვეტერანის სტატუსის მქონე პირთა წრე მეტად ფართოა და მოიცავს, როგორც სამხედრო ძალების ვეტერანებს (სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან დათხოვნილ პირებს), ასევე მეორე მსოფლიო ომის, სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებსა და დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მოხალისეებს. შესაბამისად, ვეტერანთა სამსახურის რომელიმე სამინისტროსათვის დაქვემდებრება აფერხებს მისი საქმიანობის ეფექტურობას. ამასთან, სამსახურის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბება ხელს შეუწყობს ვეტერანთა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მის მჭიდრო ურთიერთობასა და მათგან ფინანსური მხარდაჭერის მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვეტერანთა სოციალურ/სამართლებრივი გარანტიების ხელშეწყობისა და საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი ყალიბდება საქართველოს მთავრობის სამმართველოს სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ საქართველოს მთავრობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ცვლილებები შედის კანონის ზოგიერთ ნორმაში, რომელთა მიხედვით საქართველოს მთავრობა იქნება უფლებამოსილი გამოსცეს ვეტერანების სოციალური დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. კანონპროექტის მიზანია - საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანა.სხდომაზე გამოითქვა აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით გამოითქვა შენიშვნები: ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ 1.კანონპროექტის პირველი მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:1. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13ადამიანის თავის ტვინის სიკვდილის კრიტერიუმებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისმინისტრი.“.2. კანონპროექტის პირველის მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:2. 57-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.3. კანონპროექტის მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „ორგანოთა ექსპორტ-იმპორტის წესის დამტკიცების შესახებ“, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „ადამიანის თავის ტვინის სიკვდილისა და გულის შეუქცევადი გაჩერების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“.მუხლი 3. ამ კანონის მე-2 მუხლით გათვლისწინებული აქტების გამოცემამდე, იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ ,,ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” კანონის 57-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტები. ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’1.სიტყვა ,,სამინისტრო“ შეიცვალოს სიტყვით ,,მინისტრი“ და კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დამსახურებული დონორის წოდებას ანიჭებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.“. 2. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:3. 141 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:„მუხლი 141. საქართველოს მთავრობისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ მისაღები/გამოსაცემი სამართლებრივი აქტები2015 წლის 1 იანვრამდე მიღებულ/გამოცემულ იქნეს შემდეგი ნორმატიული აქტები: ა) საქართველოს მთავრობის დადგენილება დონორობის სტიმულირების ღონისძიებათა შესახებ; ბ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება სისხლის კომპონენტების, პრეპარატების, სისხლშემცვლელებისა და საკონსერვაციო ხსნარების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ; გ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება სისხლის გადასხმის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნორმატივების დამტკიცების შესახებ.მიიღეს გადაწყვიტილება: გამოთქმული შენიშვნებისა გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნულ პროექტს და მიზანშეწონილად თვლის მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.ბოლო საკითხი, რითაც სხდომამ დაასრულა მუშაობა იყო საქართველოს პარლამენტის წევრის მირიან წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე’’ (07-3/223,05.09.13) I მოსმენით განხილვა. მირიან წიკლაური - კანონპროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების დღიდან საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები ექნება, რაც საჭიროებს ცვლილებას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონშიც.კანონპროექტის მიზანია „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციაში შესულ იმ ცვლილებებთან, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან და რომელთა ამოქმედების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს ექნება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები.კანონპროექტის მიხედვით, ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საბჭოს დებულებით, რომელსაც, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა და მიიღეს გადაწყვეტილება: კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი პირველი მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
დიმტრი ხუნდაძე კომიტეტის თავმჯდომარე შემსრულებელი მაია ესებუა
|






