| სხდომის ოქმი # 33 |
|
saqarTvelos parlamentis agrarul sakiTxTa komiteti
oqmi #33 2013 წლის 20 სექტემბერი 15 საათი
სხდომის თავმჯდომარე: გელა სამხარაული (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გ. გელაშვილი, გ. გოზალიშვილი, თ. მაისურაძე, ო. ნიშნიანიძე, რ. შავლოხაშვილი, ი. შერვაშიძე, ვ. ჩიტაშვილი, რ. ხალვაში. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ღვინიაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვ. ლემონჯავა, დ. ლორთქიფანიძე, ლ. ქარდავა, პ. ცისკარიშვილი, ნ. ჯანაშია. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ე. კაპანაძე, ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ზ. აბაშიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი.
დღის წესრიგი
1.საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ – III მოსმენა. /მომხსენებელი: ზ. აბაშიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი/. I. მოისმინეს: ზ. აბაშიძის ინფორმაცია დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიღება განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებებით, რომლებიც ამოქმედდება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების დღიდან საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები ექნება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები ამჟამად გათვალისწინებულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით, აუცილებელია ცვლილებების შეტანა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში და საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებების გადაცემა საქართველოს მთავრობისათვის. კანონპროექტით დამატებული 75 მუხლით საქართველოს მთავრობას 2014 წლის 1 აპრილამდე განესაზღვრა ვალდებულება, რომ უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღება. აღნიშნული ნორმატიული აქტების მიღებამდე იურიდიულ ძალას შეინარჩუნებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შესაბამისი ბრძანებულებები. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე: გ. სამხარაული
სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი
|






