თანამშრომლობა სამინისტროსთან

თანამშრომლობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ერთობლივად

მიღწეული შედეგები

ჯანდაცვა

  1. კომტეტმა დარგობრივ სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყო 2013 წლის 28 თებერვალს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის I ეტაპის ამოქმედებას.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაში ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით      მოქმედი კლინიკების უმრავლესობა (>80%). პირველ ეტაპზე, თებერვლიდან ივნისის      პერიოდის ჩათვლით სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება მიიღო - 29, 231 მოქალაქემ;
  • გადაუდებელი სტაციონარული დახმარება - 6, 363 მოქალაქემ;
  • გეგმიურ ამბულატორიულ და პოლიკლინიკურ სერვისებზე დარეგისტრირდა 1,468,450 პირი.
  1. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის II ეტაპი 1 ივლისიდან ამოქმედდა.      მანამდე კი კომიტეტისა და დარგობრივი სამინისტროს მიერ ჩატარებულია ათობით ერთობვლივი      შეხვედრა-დისკუსია. პროგრამა ჯანდაცვის სერვისების 6 ძირითად ბლოკს      მოიცავს:(1) პირველადი ჯანდაცვის გაფართოვებულ მომსახურებას; (2) გადაუდებელ ამბულატორიულ      დახმარებას; (3) გადაუდებელ სტაციონარულ      მომსახურებას; (4) გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციებს; (5) ონკოლოგიური დაავადებების      მკურნალობასა და (6) მშობიარობას. ამასთანავე მნიშვნელოვნად გაფართოვდა პირველადი      ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოცულობა. მაგალითად, ოჯახის/უბნის      ექიმის ვიზიტებს დაემატა 7 ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციები და გაიზარდა ლაბორატორიული და      ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩამონათვალი.

 

  1. კომიტეტისათვის უმნიშვნელოვანესია ის სტატისტიკური მაჩვენებლები, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის II ეტაპის ფარგლებში 2 თვის განმავლობაში (1 ივლისიდან 1 სექტემრამდე) გამოიკვეთა;     

სამედიცინო მომსახურება მიეწოდა - 47, 935 მოქალაქეს, მათ შორის:

  • გადაუდებელი ამბულატორიული - 32,750 შემთხვევა;
  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - 7,235 შემთხვევა;
  • გეგმიური ქირურგიული მომსახურება (გარდა კარდიოქირურგიისა) – 866 შემთხვევა;
  • კარდიოქირურიული 143 შემთხვევა;
  • ონკოლოგია - ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია - 1, 033 შემთხვევა;
  • მშობიარობა და საკესრო კვეთა - 5, 908 შემთხვევა.

 

  1. კომიტეტის მიერ მოსმენილ იქნა სადაზღვევო სექტორში შექმნილი მდგომარეობა; სამინისტროსა და დარგის ექსპერტებთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება      კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების ეტაპობრივი      გადმობარების თაობაზე. 2009 წლიდან კომპანია      „ალფა“ თბილისში, შიდა ქართლსა (გორი, კასპი) და გურიაში (ლანჩხუთი, ოზურგეთი,      ჩოხატაური) ახორციელებდა ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამებს სოციალურად დაუცველი      მოსახლეობისათვის („უმწეოთა პროგრამა“).       მ/წ 19 მაისიდან „ალფას“ პროგრამებს უკვე სოციალური მომსახურების სააგენტო      ახორციელებს, პროგრამის უწყვეტობისათვის კი კომპანიას „ალფასთან“ ერთად შემუშავებულია 1-თვიანი გარდამავალი პერიოდის      გეგმა.

 

  1. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების შეფასება და ომზადდა      2-წლიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება      გაუმჯობესდეს სასწრაფოს გამოძახებებზე დროული რეაგირება. თბილისისა და 62 რაიონული      ცენტრის მასშტაბით განისაზღვრა სისტემის საჭიროებები ავტოპარკის, აპარატურის,      საკომუნიკაციო (სადისპეჩერო, რადიო გადამცემები) და საკადრო სისტემის კუთხით.      სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო თბილისში მერიასთან, 033-ის და 112-ის სამსახურებთან      ერთად.

 

  1. 2012 წლის      ბოლოსათვის დაუზუსტებელი იყო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების როგორც      რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მახასიათებლები. 2013 წლის იანვარში ჩატარდა      ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების პასპორტიზაცია. განისაზღვრა      1,563 დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული, საკადრო და ადმინისტრაციული      რესურსების მოცულობა. აღნიშნული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია      ჯანდაცვის სისტემის ეფექტური მოწყობის, რეგულაციებისა და ანგარიშგების მექანიზმების      შემუშავებისა და ამოქმედებისათვის.

 

  1. კომიტეტი აქტიურად      არის ჩართული პირველადი ჯანდაცვის პრობლემების მოგვარების პროცესში. კომიტეტის წევრები სათათბირო      ხმის უფლებით მონაწილეობენ მ/წ აგვისტოში ახალი ფორმატით ამოქმედებულ პირველადი      ჯანდაცვის საბჭოს მუშაობაში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის I ფაზის მიმოხილვამ და სხვადასხვა      რაიონში ჩატარბულმა ვიზიტებმა მნიშვნელოვანი პრობლემები      გამოავლინა      „სოფლის ექიმისსახელმწიფო პროგრამის განხორციელების, მონიტორინგისა და დაფინანსების კუთხით. საბჭოს      დაევალა პირველადი ჯანდაცვის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება      2013 წლის ბოლომდე.

 

  1. თამბაქოს კონტროლის      სახელმწიფო კომისიის მუშაობაში ჩართულია საპარლამენტო      კომიტეტი. სამინისტროსთან ერთად მუშავდება საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების      მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან      მჭიდრო თანამშრომლობით მუშავდება. იგეგმება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის      ჩარჩო-კონვენციით გათვალისწინებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების      გატარება მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის      ტვირთის შესამცირებლად.

 

  1. კომიტეტის      წევრები მონაწილეობენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე      ექსპერტთა ჯგუფის (საბჭო) მუშაობის პროცესში; დაინერგა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის      სავალდებული 24 საათიანი შეტყობინების სისტემა. შემუშავდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი      სამშობიარო სახლების რეგიონალიზაციის - დონეებად დაყოფის გეგმა, ამასთანავე, დედათა      და ჩვილ ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (UNICEF, JSI, UNFPA) თანამშრომლობით მუშავდება მაღალი რისკის ორსულთა და ახალშობილთა      რეფერალის (გადაყვანის) სისტემის მკაფიო კრიტერიუმები და იგეგმება სამედიცინო      კადრების სწავლება.

 

  1. კომიტეტთან      არსებული „ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში „ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოსთან“, გაეროს განვითარების      პროგრამასთან (UNDP) და ევროკავშირთან (EU) თანამშრომლობით დაწყებულია მუშაობა ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარების      პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც სექტემბრის თვეში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ევროკავშირთან (EU) თანამშრომლობით      დაწყებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული სერვისების დეტალური შეფასება.      ასევე წლის ბოლოსათვის დასრულდება 2014-2017 წლების დარგის განვითარების სამოქმედო      გეგმის შემუშავება.

 

სოციალური დაცვა

  1. 2013 წლის ბიუჯეტით განხორციელდა პენსიებისა და სოციალური გასაცემლების      ეტაპობრივი ზრდა.
  • პირველი ეტაპი დაიწყო აპრილის თვეში. 681 392 პენსიონერს პენსია 110 ლარიდან გაეზარდა 125 ლარამდე, ხოლო სექტემბერში - 150 ლარამდე;
  • 21 892 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალური პაკეტი 100 ლარიდან გაეზარდა 125 ლარამდე, ხოლო სექტემბრიდან - 150 ლარამდე;
  • 72 200 მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალური პაკეტი 70 ლარიდან გაეზარდათ 100 ლარამდე; (მათ შორის ბავშვები);
  • 4 340 ბავშვობიდან შშმპ პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკის მიღწევისას დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შშმპ სტატუსი, სოციალური პაკეტი 70 ლარიდან გაეზარდათ 100 ლარამდე;
  • 8 581 შშმპ სტატუსის მქონე ბავშვი 70 ლარიდან 100 ლარამდე;
  • 26 700 პირს, მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებს, 55 ლარიდან 100 ლარამდე;
  • 1350 პირს, პოლიტიკური რეპრესიების მხსვერპლად აღიარებული 62 ლარიდან 107 ლარამდე;
  • 9 პირს, პოლიტ. რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულს, რომლებიც ამავდროულად არის ომის მონაწილე 77 ლარიდან 122 ლარამდე;

 

  1. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული      ზიანის ანაზღაურების დახმარების დაფინანსების      და გაცემის წესის შესახებ“   2013 წლის      1 მარტის 45-ე დადგენილების თანახმად, დაიწყო ეგრეთ წოდებული რეგრესის პენსიის      გაცემა. პენსიას იღებს 534 ბენეფიციარი - 138 ლარამდე (საშუალო). ამასთან გასტუმრებულია      2007 წლიდან რიცხული გასაცემელი;

 

  1. 2013 წლის 1 აპრილიდან დაიწყო ძალოვანი უწყებების პენსიონერებისათვის      კომპენსაციების ხელახალი გადაანგარიშება.       გადაანგარიშება შეეხო 17 121 მოქალაქეს. საშუალო გასაცემელი:
  • 1 აპრილამდე - 168 ლარი;
  • 1 აპრილიდან - 272 ლარი;
  • 1 სექტემბრიდან 292 ლარი.

 

  1. 2013 წლის 1 ივლისიდან 439 152 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ      პირთათვის (141 218 ოჯახი) გაორმაგდა      სოციალური დახმარება და ოჯახის უფროსი წევრი, ნაცვლად 30 ლარისა, ღებულობს 60 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი      ნაცვლად 24 ლარისა, მიიღებს 48 ლარს.     

სოციალური მიზნით გასაცემლის ოდენობა:

2012 წლის სექტემბერში - 110 მლნ 922 825 ლარი;

2013 წლის სექტემბრიდან - 145 მლნ. 529 303 ლარი.

 

აქედან საარსებო შემწეობის ოდენობა:

2012 წლის სექტემბერში - 12 მლნ. 047 184 ლარი; საშუალოდ 1 ოჯახზე 79 ლარი;

2013 წლის სექტემბრიდან - 22 მლნ. 996 359 ლარი; საშუალოდ 1 ოჯახზე 158 ლარი;