მნიშვნელოვანი ღონისძიებები

მნიშვნელოვანი ღონისძიებები

2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი(NCDC) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა-დისკუსია „მხარი დაუჭირე თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები. ორგანიზებული იყო ფოტოგამოფენა.

2013 წლის 7 მარტს კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია-გამოფენა: „უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა - თანამედროვე მოდელები, პრობლემები, საჭიროებები, გადაჭრის გზები“. საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ფსიქიკურად დაავადებულ პირთა გამოფენა-გაყიდვას და შემოსული თანხები მოხმარდა სარეაბილიტაციო ცენტრს.

2013 წლის 1 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით კომიტეტმა ორგანიზება გაუწია აზერბაიჯანისა და საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოლიდარობის აქცია-ესტაფეტას საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც ეტლით მოსარგებლე შშმ პირებთან ერთად ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმაც.

აქციის მიზანი იყო კანონმდებლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების უკეთ გაცნობა და მათი მდგომარეობის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

2013 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჩაატარა UNDP-ისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საქართველოს მთავრობის 2014 წლის პრიორიტეტები და პროგრამები სოციალური დაცვის სფეროში“.

შეხვედრის მიზანი იყო იმ პრიორიტეტებსა და პროგრამების დეტალურად განხილვა, რომელსაც 2014 წლისთვის გეგმავს საქართველოს მთავრობა სოციალური დაცვის სფეროში.