| კომიტეტის ანგარიში |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ
(2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 2 სექტემბრამდე მდგომარეობით)
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტით და სხვა საკანონმდებლო აქტებით. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს.
ა) კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად 6 კანონპროექტზე; ბ) კომიტეტმა შეიმუშავა სავალდებულო დასკვნა 7 კანონპროექტზე;
ა) კომიტეტი წამყვანია 6 კანონპროექტზე; ბ) სავალდებულო დასკვნა შემუშავებულია 8 კანონპროექტებზე;
I.კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები
II.კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
1.მიღებული კანონები, რომელზეც კომიტეტი იყო წამყვანი:
(პროექტის მიხედვით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ეძლევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ”საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილი ან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 000 ლარის ოდენობით. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დამატებითი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების განსაზღვრა).
(კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შევიდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნაწილში, რაც ითვალისწინებს ე.წ. „სააფთიაქო“ ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზაციაზე მკაცრი ზომების მიღებას კანონდამრღვევთა მიმართ. პროექტის მიხედვით, ასევე იკრძალება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი და მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა და შესაბამის სამართალდარღვევაზე დაწესდა ადმინისტრაციული სასჯელი).
2.მიღებული საერთაშორისო სარატიფიკაციო დოკუმენტები, რომელზეც კომიტეტის მიერ გაცემულია სავალდებულო დასკვნა:
1) 2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილების“ რატიფიცირების თაობაზე“ (197-რს 28.12.12); 2) „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (239-II ს 20.02.13.); 3) „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (370-II ს 20.03.13.); 4) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში მეკავშირე ძალების უმაღლეს შტაბბინას შორის ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ“ ტექნიკური შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (869-რს 27.07.13.).
3.განხილვის პროცესში მყოფი სარატიფიკაციო კონვენციები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები ბ) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია და კონვენციის ფაკულტატური ოქმი“ (07-1/54 13.05.2013); გ) „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების დაფინანსება)“ და „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების დაფინანსება)“ (07-1/72 02.08.2013).
4.საკანონმდებლო წინადადებები
III.კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2013 წლის მარტსა და აპრილში კომიტეტის ინიციატივით, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების საფუძველზე, ჩატარდა რამოდენიმე შეხვედრა სამსახურიდან გათავისუფლებულ მედპერსონალთან, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი აგრძელებს მუშაობას. 2013 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჩატარდა საკომიტეტო სხდომა შემდეგ საკითხებზე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიის „შევაჩეროთ ტუბერკულოზი საქართველოში რეალიზაციის 15 წლიანი გამოცდილება“; განხილულ იქნა სამოქალაქო ჯანდაცვასა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა, ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ამჟამინდელი ვითარება, ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეები, პრიორიტეტები, ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის გაუმჯობესების გზები. კომიტეტთან შეიქმნა ტუბერკულოზის კონტროლის სამუშაო ჯგუფი, რომელის შემადგენლობა განისაზღვრა დარგის სპეციალისტებითა და ექსპერტებით. სხდომაზე შემუშავებული რეკომენდაციები და კომიტეტის გადაწყვეტილება გადაეგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 2013 წლის 7 მარტს ჩატარდა ფსიქიატრიის დარგში არსებული პრობლემების განხილვა. საკომიტეტო სხდომაზე განხილულ იქნა ფჯდ საერთაშორისო მიმართულებები და სისტემები, საქართველოს მოდელი, ჰოსპიტალური და ჰოსპიტალგარეშე სერვისები, თემზე დაფუძნებული სამსახურები. კომიტეტმა, დარგის ექსპერტებთან ერთად, მიზანშეწონილად ჩათვალა ფჯდ პოლიტიკის დოკუმენტისა და 2014-2017 წლების დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმის შექმნა; ზემოაღნიშნული დოკუმენტები საშემოდგომი სესიაზე წარედგინება საქართველოს პარლამენტს. 2013 წლის 19 მარტს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაცია მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღნიშნულ სხდომაზე კომიტეტმა დეტალურად განიხილა ახალი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. 2013 წლის 30 აპრილს კომიტეტმა მოისმინა „სამედიცინო მედიაციის სამსახური“-ს 2012 წლის ანგარიში. სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახური“ წარმოადგენს დავების რეგულირების ალტერნატიულ ორგანოს, რომლის ფუნქციებია: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამედიცინო მედიაციის სამსახურისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ქონებრივი დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა: ა) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის; გ) პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
2013 წლის 13 ივნისს კომიტეტმა მოისმინა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინფორმაცია შესრულებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების თაობაზე. სხდომაზე დეტალურად იყო წარმოდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სოციალური პაკეტის, საარსებო შემწეობის, დევნილთა შემწეობის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დახმარების და ა.შ. შესახებ.
IV.კომიტეტთან არსებული მრჩეველთა საბჭოები
არსებული პრობლემების შესწავლის, ნაკლოვანებების გაანალიზებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის დანერგვის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების შემუშავებისა და საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კომიტეტთან შექმნილია 5 მრჩეველთა საბჭო:
საბჭოების მუშაობის ფორმატში ჩატარებულია 11 სხდომა. შემუშავებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი გაზიარებულია დარგობრივი სამინისტროს მიერ, ან/და ასახულია საკანონმდებლო ინიციატივებში.
V.თანამშრომლობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ერთობლივად მიღწეული შედეგები ჯანდაცვა
სამედიცინო მომსახურება მიეწოდა - 47, 935 მოქალაქეს, მათ შორის:
სოციალური დაცვა
სოციალური მიზნით გასაცემლის ოდენობა: 2012 წლის სექტემბერში - 110 მლნ 922 825 ლარი; 2013 წლის სექტემბრიდან - 145 მლნ. 529 303 ლარი.
აქედან საარსებო შემწეობის ოდენობა: 2012 წლის სექტემბერში - 12 მლნ. 047 184 ლარი; საშუალოდ 1 ოჯახზე 79 ლარი; 2013 წლის სექტემბრიდან - 22 მლნ. 996 359 ლარი; საშუალოდ 1 ოჯახზე 158 ლარი;
VI.მნიშვნელოვანი ღონისძიებები 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა-დისკუსია „მხარი დაუჭირე თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები. ორგანიზებული იყო ფოტოგამოფენა. 2013 წლის 7 მარტს კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია-გამოფენა: „უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა - თანამედროვე მოდელები, პრობლემები, საჭიროებები, გადაჭრის გზები“. საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ფსიქიკურად დაავადებულ პირთა გამოფენა-გაყიდვას და შემოსული თანხები მოხმარდა სარეაბილიტაციო ცენტრს. 2013 წლის 1 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით კომიტეტმა ორგანიზება გაუწია აზერბაიჯანისა და საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოლიდარობის აქცია-ესტაფეტას საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც ეტლით მოსარგებლე შშმ პირებთან ერთად ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმაც. აქციის მიზანი იყო კანონმდებლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების უკეთ გაცნობა და მათი მდგომარეობის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების დროს.
2013 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჩაატარა UNDP-ისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საქართველოს მთავრობის 2014 წლის პრიორიტეტები და პროგრამები სოციალური დაცვის სფეროში“. შეხვედრის მიზანი იყო იმ პრიორიტეტებსა და პროგრამების დეტალურად განხილვა, რომელსაც 2014 წლისთვის გეგმავს საქართველოს მთავრობა სოციალური დაცვის სფეროში.
VII.კომიტეტის კვლევითი საქმიანობა
საკანონმდებლო გარემოს შემდგომი სრულყოფისათვის, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობისა და შესაძლო გაზიარების მიზნით, პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტიდან მიღებულ იქნა შემდეგი ანალიზური მასალა: 1.საერთაშორისო გამოცდილება ფსიქიკურად დაავადებულ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ; 2.თამბაქოს ნაწარმის შეზღუდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში; 3.ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა მკურნალობის დამყოლობისა და არანებაყოფლობითი იზოლაციის სამართლებრივი მექანიზმები; 4.მარტოხელა და მრავალშვილიანი დედის მიმართ გათვალისწინებული შეღავათები და სტატუსის განსაზღვრის წესი საერთაშორისო პრაქტიკაში; 5.შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტები; 6.ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კონვენციები;
VIII.თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
კომიტეტთან არსებულ მრჩეველთა საბჭოებში გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი 26 არასამთავრობო და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია. კომიტეტი აქტიურედ თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: UNDP; UNICEF; UNFPA; Save the children, ევრო კავშირი(EU), გლობალური ფონდი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო. კომიტეტს მათთან ერთობლივი ღონისძიებების სახით ჩატარებული აქვს კონფერენციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები და ფორუმები. მიმდინარე პერიოდში კომიტეტი 4 საერთაშორისო ორგანიზაციის (UNDP; ევრო კავშირი(EU), ღია საზოგადოება - საქართველო, GIP-თბილისი) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს 3 მნიშვნელოვან პროექტს.
|






